

გორელი ვეტერანი მოკრივე ვლადიმერ ჯანეზაშვილი თბილისში გამართული სარეიტინგო ორთაბრძოლების გამარჯვებულია.
პროფესიონალ მოკრივეებს შორის გამართულ შეჯიბრში სპორტსმენმა მცხეთელი რომან გადიმოვი დაამარცხა.
ვლადიმერ ჯანეზაშვილი კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. სპორტსმენი ბოლო წლებში პროფესიულ რინგზე აქტიურად ასპარეზობს და როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ არაერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს