
შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგების და ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება გრძელდება.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ დამსახურებულ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს და, ასევე, ქარელის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვეს.
გაწეული საქმიანობისთვის და პროფესიის ერთგულებისთვის სიმონ გულედანმა თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა, ასევე, წარჩინებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლა უსურვა.
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეგახსნებთ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.