

გორელი მოკრივე ლიზა ლობჟანიძე ევროპის 15-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალშია. სპორტსმენი 66 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, რომელიც ბუდვაში (მონტენეგრო) მიმდინარეობს.
მეოთხედფინალში ლობჟანიძემ ისრაელის წარმომადგენელი ალექსანდრა კერდოლი დაამარცხა. რაც შეეხება ნახევარფინალს, 23 ოქტომბერს გაიმართება და გორელი სპორტსმენი პოლონეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ლიზა ლობჟანიძე მიმდინარე წელს სერბეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლაში ვარჯიშობს და მისი მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს