
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 3 637 761 827 აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის მონაცემებს 5.1%-ით გადააჭარბა (176 მლნ. აშშ დოლარი).
„იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე, ისრაელიდან.
ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტნეთიდან გაიზარდა 58.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც 12.9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 515.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ისრაელიდან კი 107.6 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, რაც 33.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 430.1 მლნ. აშშ შეადგინა.
საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მესამე კვარტალშიც.
2025 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ისტორიული, რეკორდული კვარტალური მაჩვენებელი დაფიქსირდა და 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის მესამე კვარტლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის მონაცემებს 6.6%-ით გადააჭარბა (103 მლნ. აშშ დოლარი)“, - აცხადებენ სამინისტროში.