სპორტი
22.10.2025 14:35
„დილა“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და 5:0 დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩში გორის „დილა“ „გაგრას“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 5:0 დასრულდა.

გორის კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, მოწინააღმდეგის კარში 2-2 გოლი დეოგრასიას ბასინგამ და აბდალა ლეიჰილმა გაიტანეს. ერთი გოლი კი ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ანგარიშზეა.

რაც შეეხება შემდეგ თამაშს, „დილა“ „იბერია 1999“-ის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ცნობისთვის, სატურნირო ცხრილში გორის გუნდი 62 ქულით ლიდერობს.

კვირის ამბები