

გორში მწერალ ოლია ბრაგვაძის წიგნის - „როცა რა მეწერებოდა“ (ტანკასებურნი) პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბავშვთა და მოზრდილთა ბიბლიოთეკაში გაიმართა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის ფარგლებში, ავტორის შემოქმედებიდან რამდენიმე ნამუშევარი წაიკითხეს, შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ბიბლიოთეკა სისტემატურად ახორციელებს ისეთ აქტივობებს, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი მწერლების და პოეტების შემოქმედების პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს