

გორელი ძიუდოისტი გიორგი ტერაშვილი მასტერსი-საქართველოს გამარჯვებულია.
სპორტსმენი 73 კგ. კატეგორიაში ასპარეზობდა. შეჯიბრის ფარგლებში, ტერაშვილმა ფინალში გიორგი ჩიხელიძეს იუკოთი სძლია და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
გიორგი ტერაშვილი ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ წარმომადგენელია.
მასტერსი-საქართველო თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართა. სპორტსმენები პირველობისთვის შვიდ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. რაც შეეხება საპრიზო ფონდს, 154 000 ათასი ლარი იყო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს