

გორელი მოკრივე ლიზა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.
ბუდვაში (მონტენეგრო) 15-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპირველობაზე ლობჟანიძემ ნახევარფინალში პოლონელი ნადია მუჩა დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. როგორც გორელმა სპორტსმენმა აღნიშნა, ოპტიმისტური განწყობა და გამარჯვების იმედი აქვს, რადგან ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელოს.
რაც შეეხება ფინალურ პაექრობას, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, ლობჟანიძე 25 ოქტომბერს ჩაატარებს და ინგლისელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ლიზა ლობჟანიძე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენია (მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილი).
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს