კულტურა
24.10.2025 11:34
გორის თეატრი ბალეტის სინთეზის, ქართული ხალხური და თანამედროვე ცეკვის საღამოს უმასპინძლებს

გ. ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, 1-ელ ნოემბერს, ბალეტის სინთეზის, ქართული ხალხური და თანამედროვე ცეკვის საღამოს უმასპინძლებს.

გორელი მაყურებლის წინაშე, ანსამბლ სუხიშვილების სოლისტი მურო გაგოშიძე და ცეკვის ლაბორატორია ერთმოქმედებიანი მოდერნიზებული ქორეოგრაფიული კომპოზიციით წარსდგება.

„ქორეოგრაფიული ხელოვნების მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ განახლებული ქორეოგრაფია, რომელშიც ხალხური და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი ახლებურ სასცენო ენას ქმნის.

წარმოგიდგენთ ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციული მოტივების, ქართული თანამედროვე ცეკვის ინოვაციური ელემენტებისა და თანამედროვე ბალეტის შერწყმას.

წარმოდგენა მუსიკალურად გაფორმებულია ნიაზ დიასამიძის, ჯგუფი რეგიონის, ჩვენებურები და ლელა ნაყეურის, ირაკლი მენაღარიშვილის და მურო გაგოშიძის კომპოზიციებით“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

წარმოდგენა 20:00 საათზე დაიწყება.

დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა ონლაინ, საიტებზე: biletebi. Ge და tkt. ge უკვე შეუძლიათ.

კვირის ამბები