

ეროვნული ლიგა 3-ის 2025 წლის სეზონის ოცდამეოთხე ტურის მატჩში გორის „გორი“ ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა პაატა თათარაშვილის სახელობის ხობის სტადიონზე ჩატარდა და გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, გორის გუნდიდან პირველი გოლი გიორგი კურმაშვილმა გაიტანა. ორი გოლი კი ენოქ ბექუინას ანგარიშზეა. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, „გორის“ კარში ერთადერთი გოლი ოთარ ტორაძემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად „გორი“ სატურნირო ცხრილში 51 ქულით მესამე პოზიციაზეა.
რაც შეეხება შემდეგ მატჩს, გორის გუნდი 30 ოქტომბერს გამართავს, სადაც „ორბს“ დაუპირისპირდება. თამაში 15:00 საათზე დაიწყება და ქართლის სტადიონი უმასპინძლებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს