სპორტი
29.10.2025 10:22
ყაზახეთში გამართულ ტურნირზე გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს

ორი - ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონის სერიკ საპიევის სახელობის ტურნირი.

შეჯიბრის გამარჯვებულები ზაზა მდინარიძე (50 კგ.) და ნიკოლოზ ხიზანიშვილი (60 კგ.) გახდნენ. ლუკა ქოქაშვილმა (46 კგ.) კი ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვარიანის გუნდს მიხეილ გაბინაშვილი ხელმძღვანელობდა.

სერიკ საპიევის სახელობის ტურნირი ყაზახეთში, ქალაქ ყარაღანდაში ჩატარდა.

კვირის ამბები