
გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა.
აქტივობა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა და 2010-2012 წლებში დაბადებული გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.
გოგონათა შორის გამარჯვებული გორის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
რაც შეეხება ვაჟებს, ვაჟებს შორის საუკეთესო შედეგი მეღვრეკისის საჯარო სკოლის გუნდმა დააფიქსირა.
„ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული. ოლიმპიადის ფარგლებში, შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში (მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, 5X5 კალათბურთი ბადმინტონი და მხიარული სტარტები) ტარდება. მუნიციპალური ეტაპების შემდეგ, რომელიც დეკემბერში დასრულდება, რეგიონული და ზონალური შეჯიბრებები გაიმართება“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.