

აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ცხრა მედალი მოიპოვეს.
15-წლამდელთა შორის გამართულ შეჯიბრზე გორელების ანგარიშზე ხუთი - ოქროს, სამი - ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ტურნირის გამარჯვებულები ლუკა დოთიაშვილი (44 კგ.), ზურა დოთიაშვილი (48 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (52 კგ.), მიხეილ მაყიშვილი (62 კგ.) და ედუარდ მანველიშვილი (68 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილზე ლაშა ნოზაძე (41 კგ.), ნიკოლოზ ტარუაშვილი (52 კგ.) და ანდრია დოიჯაშვილი (85 კგ.) გავიდნენ.
62 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე იოსებ ოსიშვილმა კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს