

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლას ჩოგბურთის მაგიდა გადაეცა.
საგანმანათლებლო დაწესებულებას სპორტული ინვენტარი შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციამ კომპანია „აპტოსის“ ფინანსური მხარდაჭერით გადასცა.
ფედერაციის პრეზიდენტის დავით ღამბაშიძის თქმით, სპორტული ინვენტარით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯამში, 21 საჯარო სკოლა აღიჭურვა და ფედერაცია სპორტულ-საქველმოქმედო კამპანიას მომავალშიც გააგრძელებს.
„შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია 2023 წლის მაისში დაფუძნდა. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციამ ჩოგბურთის მაგიდა და სპორტული ინვენტარი არაერთ საჯარო სკოლას გადასცა. აქტივობის მიზანს სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს“, - აღნიშნა დავით ღამბაშიძემ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს