

პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გორელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ანზორ ხმიადაშვილი (81 კგ.) და გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ.) დაეუფლნენ.
ხმიადაშვილმა ფინალამდე ყირგიზი, ბრიტანელი, ბრაზილიელი დაფრანგი ძიუდოისტები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კიდევ ერთ ბრაზილიელ სპორტსმენს სტენლი ტორესს სძლია და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
რაც შეეხება პაპუნაშვილს, სპორტსმენმა ფრანგ, ბრაზილიელ, კიდევ ერთ ფრანგ, დანიელ და შემდეგ პოლონელ ძიუდოისტებს სძლია, ოქროს მედლისთვის კი, ყაზახი ორაზულ ტოლოევი დაამარცხა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს