

გ. ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მაყურებელს სპექტაკლზე - „ოთარაანთ ქვრივი“ კიდევ ერთხელ ეპატიჟება.
სასცენო ხელოვნების მოყვარულებისთვის, 29 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით დადგმულ, ამავე სახელწოდების სპექტაკლს რეჟისორი გიორგი თენაძე გააცოცხლებს.
წარმოდგენაში მონაწილეობენ: მაღი არღუთაშვილი, დაჩი ბაბუნაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, კახა ბერიძე, ომარ ბექაური, ელენე დარჩია, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, მზიკო ტურაშვილი და ლევან ჯამბრიშვილი.
სპექტაკლი 19:00 დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი