

საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივით, შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის - დავით ახლოურის დაბადებიდან 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
საიუბილეო საღამოს, დღეს, 10 ნოემბერს, ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლა უმასპინძლებს და ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას ცნობილი ქართველი მწერლები, მუსიკალური ჯგუფები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მიიღებენ.
მწერლის საიუბილეო საღამოზე დასწრება თავისუფალია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს