

ეროვნული ლიგა 3-ის 2025 წლის სეზონის ოცდამეშვიდე ტურის მატჩში გორის „გორი“ თბილისის „მერანს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მოწინააღმდეგის კარში გოლი ავუა ამოამ გაიტანა.რაც შეეხება „მერანს“, მატჩის მიმდინარეობისას გორელთა კარში ერთადერთი გოლი გიორგი გოგობერიშვილმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, „გორი“ სატურნირო ცხრილში 58 ქულით მეორე პოზიციაზეა.
რაც შეეხება შემდეგ მატჩს, გორის გუნდი 20 ნოემბერს გამართავს, სადაც „ბეთლემს“ დაუპირისპირდება. თამაში 14:00 საათზე დაიწყება და ქართლის სტადიონი უმასპინძლებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს