სპორტი
17.11.2025 11:44
ნუგზარ სხირელის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გორელებმა ათი მედალი მოიპოვეს

გორმა, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, ნუგზარ სხირელის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრში ქართველებთან ერთად, საფრანგეთის, ისრაელის და სომხეთის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ.

სპორტსმენები ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.

გორელთაგან გამარჯვებულის ტიტული გიორგი მაისურაძემ (57 კგ.), ზურაბ აბალაკმა (70 კგ.), დაჩი პაპინაშვილმა (86 კგ.), ნიკოლოზ მაისურაძემ (92 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ.) მოიპოვეს.

მეორე ადგილზე გიორგი წურიაშვილი (61 კგ.), აკაკი მაზმიშვილი (74 კგ.) და ლუკა ტატიაშვილი (79 კგ.) გავიდნენ.

რაც შეეხება მესამე ადგილს, ნიკა ხვედელიძემ (61 კგ.) და გიგა ოთინაშვილმა (86 კგ.) დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ მოპოვებული მედლების მიხედვით, გორი გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო.

გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს დულად პრიზებთან ერთად, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირი, რომელსაც გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ცნობისთვის, ნუგზარ სხირელის მემორიალური ტურნირი პირველად 2021 ჩატარდა. შეჯიბრებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს იმართება.

კვირის ამბები