კულტურა
17.11.2025 11:53
„მტრის კოსმეტიკა“ - 30 ნოემბერს, ერთმოქმედებიანი დრამა გორის თეატრში

რეჟისორი თათა პოპიაშვილი 30 ნოემბერს გორელ თეატრისმოყვარულებს ამელი ნოტომის რომანის - „მტრის კოსმეტიკა“ და რობერტ სტურუას და ლილი ფოფხაძის პიესის - „მტრის ნიღაბი“, მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან დრამას წარუდგენს.

წარმოდგენაში გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე მიკუჩაძე - ღაღანიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ამირან ქაჩიბაია და ლევან ოზგებაშვილი (საქარტველოს დამსახურებული არტისტი) მონაწილეობენ.

გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში, ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge.

სპექტაკლზე სკამების არასტანდარტულად განლაგების გამო ადგილები არ ინომრება.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები