

საფეხბურთო გუნდი „გორი“ ქედის „ბეთლემს“ დაუპირისპირდა.
ეროვნული ლიგა 3-ის 2025 წლის სეზონის ოცდამერვე ტურის მატჩი გორელთა დიდი უპირატესობით, ანგარიშით 6:0 დასრულდა.
„ბეთლემის“ კარში გოლები ავუა ამოამ, ნიკა ოქროპირიძემ, გიორგი კურმაშვილმა, გიორგი ალიმბარაშვილმა, თემურ ნოზაძემ და გიორგი ხაჭაპურიძემ გაიტანეს.
„22-ე მატჩი ჩავატარეთ წაუგებლად. ამჟამად, აქტიურად ვემზადებით დარჩენილი ორი თამაშისთვის, რომელსაც „ლოკომოტივის“ და „გარდაბნის“ წინააღმდეგ ჩავატარებთ. იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ ლიგა 2-ში გადასვლას“, - აღნიშნა საფეხბურთო კლუბ „გორის“ მთავარმა მწვრთნელმა ილია მღებრიშვილმა
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, „გორი“ სატურნირო ცხრილში 61 ქულით მეორე პოზიციაზეა.
რაც შეეხება შემდეგ მატჩს, გორის გუნდი 28 ნოემბერს გამართავს, სადაც „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. თამაში 13:00 საათზე დაიწყება და თბილისში ჩატარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს