

კობა კაკალაძის სახელობის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.
თორნიკე დვალიშვილმა (41 კგ.) შეჯიბრი პირველი ადგილით დაასრულა. მეორე ადგილი ტატო ცხაოშვილმა (48 კგ.) და ლექსო დოლაბერიძემ (62 კგ.) დაიკავეს. დავით რაზმაძე (75 კგ.) კი მესამე ადგილის მფლობელია.
კობა კაკალაძის სახელობის ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა. შეჯიბრში 2011, 2012 და 2013 წლებში დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს