

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩში გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი დეო ბასინგამ გაიტანა. მატჩის მიმდინარეობისას, 41-ე წუთზე კი აბუბაქარ კონტემ სხვაობა კიდევ ერთი გოლით გაზარდა.
რაც შეეხება შემდეგ თამაშს, „დილა“ ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 30 ნოემბერს, 13:30 საათზე დაიწყება და ფოთში ჩატარდება
ცნობისთვის, სატურნირო ცხრილში გორის გუნდი 74 ქულით მეორე ადგილზეა.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს