საინტერსო ამბები
06.04.2020 15:02
„რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი, ლეგენდარული ჯაზმენი და ნეიროქირურგი, რომელმაც სიამის ტყუპები გააცალკევა - ადამიანები რომლებიც კორონავირუსით გარდაიცვალნენ
მსოფ­ლი­ოს არაერთ ქვე­ყა­ნა­ში, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით, ყო­ველ 24 სა­ათ­ში ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ურ­თუ­ლეს გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კლა­ვე­ბა უჭირთ უძ­ლი­ე­რე­სი ეკო­ნო­მი­კი­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ებს. დამტკიცებულია, რომ COVID-19 ტიპის ახალმა კორონავირუსმა არ იცის საზღვრები და სოციალური ფენები. ინფიცირებულთა შორის არიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე, მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები, ხელოვნების, მეცნიერების, სპორტისა თუ სხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები.
GMnews-ი მოგაწვდით ინფორმაციას ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც ახალი კორონავირუსით გარდაიცვალნენ.
1 გიტა რამჯი - მსოფლიოში ცნობილი სამხრეთ აფრიკელი აივ მეცნიერი, გარდაიცვალა 31 მარტს.
2 მანუ დიბანგო - ლეგენდარული კამერუნელი ჯაზმენი, რომლის მუსიკაც გამოიყენეს მაიკლ ჯექსონმა და კენი უესტმა, გარდაიცალა 24 მარტს.
3 ალან მარილი - მუსიკოსი, ცნობილი ჰიტის-I Love Rock 'n' Roll -ის ავტორი, გარდაიცვალა 29 მარტს.
4 ელის მარსელ ჯუნიორი-ლეგენდარული ჯაზმენი, პიანისტი, გარდაიცვალა 1-ელ აპრილს.
5 ადამ შლესინგერი-მუსიკოსი და სიმღერების ავტორი-გრემის, ტონის, ოსკარისა და ემის ნომინანტი-გარდაიცვალა 1-ელ აპრილს.
6 ბუკი პიზარელი, ნიუ – იორკელი ჯაზ- გიტარისტი, განსაკუთრებით სახელი გაითქვა 1970-იან წლებში.
7 ჯენი პოლანკო- ცნობილი დიზაინერი დომინიკის რესპუბლიკიდან, გარდაიცვალა 31 მარტს.
8 უოლეს რონი- ამერიკელი ჯაზმენი, მაილზ დევიზის მეგობარი და მოწაფე, გარდაიცვალა 31 მარტს.
9 პაპე დიუფი - ფრანგული საფეხბურთო კლუბის, Olympique de Marseille, ყოფილი პრეზიდენტი, გარდაიცვალა 31 მარტს.
10 უილიამ ჰელმრეიხი - ამერიკელი მეცნიერი, სოციოლოგი და პროფესორი, გარდაიცვალა 28 მარტს.
11 ზორორო მაკამბა - ცნობილი ზიმბაბველი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, გარდაიცვალა 30 მარტს.
12 ჯეიმს ტ. გუდრიჩი - ნეიროქირურგი, რომელმაც წარმატებით გააცალკევა სიამის ტყუპები, გარდაიცვალა 30 მარტს.
13 ჯო დიფი - ამერიკელი ქანთრი-მომღერალი, გარდაიცვალა 29 მარტს.
14 მაიკლ სორკინი, ცნობილი ნიუ – იორკელი არქიტექტორი და ავტორი, რომლის უპირველესი პრიორიტეტი იყო შენობების მდგრადობა.გარდაიცვალა 26 მარტს.
15 მარია მერკადერი - CBS News- ის აღმასრულებელი პროდიუსერი, ჟურნალისტი.
16 ელჰამ შეიხი - ირანის ქალთა მინი-ფეხბურთის ნაკრების ფეხბურთელი, გარდაიცვალა 28 თებერვალს.
17 მარკ ბლუმი, მსახიობი და ტელესერიალების ვარსკვლავი, გარდაიცვალა26 მარტს.
18 ლორენცო სანსი - საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის“ყოფილი პრეზიდენტი, გარდაიცვალა 21 მარტს.
კვირის ამბები