

გ. ერისთავის სახელობის თეატრში, დღეს, 28 ნოემბერს „იღბლიანის“ მესამე საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან.
მაყურებელი დრამატურგ ფიქრია ყუშიტაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სიტუაციურ კომედიას 19:00 საათზე იხილავს.
სცენარის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მამუკა ტყემალაძეს კუთვნის.
სპექტაკლში მაღი არღუთაშვილი, ომარ ბექაური, ქეთი ლუარსაბიშვილი და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობენ.
თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, სპექტაკლზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 14+
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge - ზე შეუძლია
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.