ტურიზმი
03.12.2025 14:18
ნოემბერში გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობამ 23 376 შეადგინა

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ მუნიციპალიტეტში შემოსულ ვიზიტორთა ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბერში გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობამ 23 376 შეადგინა.

რაც შეეხება 1-ელი იანვრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდს, მუნიციპალიტეტს 449 742 ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 351 672 უცხოელია.

„მიმდინარე წელს ვიზიტორთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ივნისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი - თებერვალში.

კონკრეტული თვეების მიხედვით ვიზიტორთა რაოდენობა ასეთია: იანვარი - 10 554, თებერვალი - 9 819, მარტი - 17 535, აპრილი - 33 889, მაისი - 60 852, ივნისი - 63 469, ივლისი - 53 251, აგვისტო - 59 360, სექტემბერი - 59 521, ოქტომბერი - 58 116“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები