

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში პატარა მაყურებელთან შესახვედრად ისევ ემზადებიან. ხვალ, 5 დეკემბერს თოჯინური სპექტაკლის - „წითელქუდა“ ჩვენებაა დაგეგმილი.
რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის დადგმულ წარმოდგენაში კობა კოპაძე, ნათია ტატულაშვილი, მზიკა ტურაშვილი, მარიამ არღუთაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.
სპექტაკლის ჩვენება 18:00 საათზე დაიწყება.
როგორც თეატრში აცხადებენ, დაანონსებულ წარმოდგენაზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს