

საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით, გორელი მწერლისა და კომპოზიტორის ვახტანგ ცეცხლაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება დღეს, 11 დეკემბერს, 14:00 საათზე დაიწყება და გორის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა (წმინდა წყლის დასახლება) უმასპინძლებს.
„ვახტანგ ცეცხლაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოზე შესრულდება იუბილარის მიერ როგორც საკუთარ, ისე ქართველი პოეტების ლექსებზე დაწერილი საავტორო სიმღერები, წარმოდგენილი იქნება მწერლის ახალი წიგნები და კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გველის“, - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
საღამოზე დასწრება თავისუფალია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს