

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინიციატივით, გორში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ გაიმართა და მინი გალერეის წევრებმა თექისგან და თიხიგან დამზადებული სხვადასხვა ნამუშევარი წარმოადგინეს.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, უცხოელი ტურისტებისთვის მინი გალერეის საქმიანობის გაცნობის მიზნით, მსგავსი ტიპის გამოფენები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს