

სამი - ოქროს და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატი.
შეჯიბრი თბილისის ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა.
გორელთაგან საქართველოს ჩემპიონები მარი მახარაშვილი (70 კგ.), ლაშა ნადირაძე (66 კგ.) და გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) გახდნენ.
ბრინჯაოს მედლებს თამარ გიგოლაევა (48 კგ.), მაია ბიძინაშვილი (63 კგ.), დალი მაზანაშვილი (70 კგ.), თემურ ნოზაძე (66 კგ.) და ლუკა ბაბუციძე (90 კგ.) დაეუფლნენ.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენებიდან ხუთი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია, ორი - ძიუდოს კლუბ „გორიჯვრის”, ერთი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს