
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.
სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ტკბილეულის დასარიგებლად, სპეციალურად მორთული საახალწლო ქარავანი - თოვლის ბაბუა და გასართობ ცენტრ „დისნეის“ ზღაპრის გმირები, მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობს.
პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და საახალწლო მანქანა წელს თითოეულ სოფელს ორ დღეს ესტუმრება, მოგზაურობას კი 13 იანვარს დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატარა მაყურებლისთვის თეატრალური წარმოდგენა - „რწყილი და ჭიანჭველას საახალწლო თავგადასავალი“ გაიმართა. წარმოდგენა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების ორგანიზებით დაიდგა და ღონისძიებას გორის კულტურის ცენტრმა სამი დღის განმავლობაში უმასპინძლა. საახალწლო წარმოდგენაში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, გორი მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს შემოქმედებითი წრეების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, პატარა მაყურებლები ტკბილეულითაც დასაჩუქრდნენ.