

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრმა, საბავშვო სპექტაკლის - „თოვლის დედოფალი“ დამატებითი წარმოდგენა ჩანიშნა.
როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, გადაწყვეტილება მაყურებელთა თხოვნით მიიღეს.
დამატებით წარმოდგენაზე დასწრების შესაძლებლობა პატარებს ხვალ, 13 იანვარს, 17:00 საათზე მიეცემათ.
შეგახსენებთ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „თოვლის დედოფალი“ (რეჟისორი ნანა ჯავახიშვილი) გორის თეატრის სცენაზე 3 იანვრიდან იმართება.
წარმოდგენაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე: biletebi .ge შეუძლიათ. ბილეთის ფასი 15 ლარია.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე: 577 39 03 50.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს