

თავისუფალ ჭიდაობაში გამართული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გორელმა სპორტსმენებმა რვა საპრიზო ადგილით დაასრულეს. მოპოვებული მედლებიდან ერთი - ოქროს, სამი - ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს სინჯისაა.
საქართველოს ჩემპიონის ტიტულს კონსტანტინე პეტრიაშვილი დაეუფლა. სპორტსმენი 97 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ფინალურ ორთაბრძოლაში პეტრიაშვილმა გორელ მერაბ სულეიმანიშვილს 5:3 სძლია და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. შესაბამისად, სულეიმანიშვილმა მეორე ადგილი დაიკავა. ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ასევე, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57 კგ.) და გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ.).
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, საბა ღამბაშიძემ (65 კგ.), გოგა ოთინაშვილმა (74 კგ.), დაჩი პაპინაშვილმა (86 კგ.) და გიორგი რომელაშვილმა (97 კგ.) მოიპოვეს.
საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდა.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს