
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ 2025 წელს მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა შემაჯამებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 3 იანვრამდე გორის მუნიციპალიტეტს 467 693 ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 365 535 უცხოელია.
გასული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ივნისში, ყველაზე ცოტა კი თებერვალში ჰყავდა.
„კონკრეტული თვეების მიხედვით გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების ვიზიტორთა რაოდენობა ასეთია: იანვარი - 10 554, თებერვალი - 9 819, მარტი - 17 535, აპრილი - 33 889, მაისი - 60 852, ივნისი - 63 469, ივლისი - 53 251, აგვისტო - 59 360, სექტემბერი - 59 521, ოქტომბერი - 58 116, ნოემბერი - 23 376, დეკემბერში კი 17 951 დამთვალიერებელი ეწვია“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ჯამში, ვიზიტორთა რაოდენობა 26 608 ადამიანითაა გაზრდილი.