

ოკუპირებულ სოფელ წინაგარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია, - აღმიშნულის შესახებ ინფრმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოკუპირებულ სოფელ წინაგარის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. იგი ამჟამად თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის პროცესში ჩართულ ყველა მხარეს დაკავებულის მდგომარეობის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და სწრაფი რეაგირებისთვის.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი