სპორტი
26.01.2026 11:52
გორელი აივაზ ემინოვი ბაქოში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე აივაზ ემინოვი ბაქოში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

სპორტსმენი 35 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. შეჯიბრის ფარგლებში, ხუთი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აივაზ ემინოვი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.

საერთაშორისო ტურნირში თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ტაჯიკეთის გუნდები ასპარეზობდნენ. შეჯიბრში 2014–2015 წლებში დაბადებული სპორტსმენი მონაწილეობდნენ.

კვირის ამბები