

სუპერლიგის 2026 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ „ივერიონის“ ორი კალათბურთელი - ვლადიმერ თავაქარაშვილი და ენდრიუ ლუისი მონაწილეობდნენ.
ტურნირი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და პირველობისთვის ადგილობრივი და ლეგიონერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები იბრძოდნენ. შეჯიბრის გამარჯვებული კი ლეგიონერთა გუნდი გახდა.
2026 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილეები სპეციალური მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს. კუთვნილი პრიზები გადაეცათ ჩატენვების და სამქულიანი კონკურსების გამარჯვებულებსაც.
ცნობისთვის, ტურნირს გორის სპორტის სასახლემ 2022 წელს უმასპინძლა.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს