

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრმა, საბავშვო სპექტაკლის - „თოვლის დედოფალი“ ჩვენება ისევ ჩანიშნა.
წარმოდგენაზე დასწრების შესაძლებლობა პატარებს 7-8 თებერვალს 18:00 საათზე მიეცემათ.
შეგახსენებთ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც ნანა ჯავახიშვილია, გორის თეატრის სცენაზე საახალწლოდ დაიდგა.
წარმოდგენაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე: biletebi .ge შეუძლიათ. ბილეთის ფასი 10 ლარია.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე: 037027932 577 39 03 50.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი