სპორტი
27.01.2026 15:29
გორელმა ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

ძიუდოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა სპორტსმენებმა სამი საპრიზო ადგილი დაიკავეს. ძიუდოისტების ანგარიშზე ერთი - ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს ჩემპიონის ტიტულს თორნიკე გიუნაშვილი (მწვრთნელი ანზორ თენაძე) დაეუფლა. სპორტსმენი 81 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ბრინჯაოს მედალს კი სანდრო ტეტუნაშვილი (81 კგ; მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილი) და ბაჩო დემეტრაშვილი (+90 კგ; მწვრთნელი ირაკლი ლომიძე) დაეუფლნენ.

საპრიზო ადგილზე გასული სამივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

საქართველოს ჩემპიონატი ახმეტაში ჩატარდა. შეჯიბრში 2009-2010 წწ. დაბადებული ძიუდოისტები ასპარეზობდნენ.

კვირის ამბები