

გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართა მკლავჭიდში.
ტურნირზე საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სპორტსმენები ასპარეზობდნენ, რომლებიც პირველობისთვის ერთმანეთს ხუთ წონით კატეგორიაში (როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავი) დაუპირისპირდნენ.
გორელთაგან შეჯიბრის პრიზიორი ნიკა ნებიერიძე გახდა. სპორტსმენი 55 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მარცხენა მკლავით ჭიდილში მესამე ადგილს დაეუფლა.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის სასპორტო სკოლის დარბაზმა უმასპინძლა.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს