

გორელი სუმოისტი ბადრი ხატისკაცი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეჯიბრზე ხატისკაცი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. შვიდი შეხვედრა ჩაატარა. მექსიკელ, ბრაზილიელ და ოთხ ამერიკელ მოწინააღმდეგეს სძლია. რაც შეეხება ფინალურ ორთაბრძოლას, გორელი სუმოისტი კიდევ ერთ ამერიკელ სპორტსმენთან დაპირისპირებაში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ბადრი ხატისკაცი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპელექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. ამჟამად, სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს და მისი პირადი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს