
გორის სპორტის სასახლე თავისუფალ ჭიდაობაში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მესამე მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.
საშეჯიბრო ნაწილი 7-8 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება და ჭიდაობის მსოფლიოს საერთაშორისო ფედერაციის წესების მიხედვით ჩატარდება.
ტურნირში მონაწილეობას 2011-2013 წწ. დაბადებული სპორტსმენი გოგონები და ვაჟები მიიღებენ. მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ. საუკეთესო შედეგების გათვალისწინებით, I-III ადგილზე გასული გუნდებიც დაჯილდოვდებიან.
ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მესამე მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდება.
ცნობისთვის, ვეტერანი მოჭიდავე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორი, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის კლუბის მწვრთნელი ცოტნე ბარამიძე 2023 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.