სპორტი
05.02.2026 12:55
კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება

ისტორიაში პირველად, 2026 წელს საქართველოში კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.

შეჯიბრი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

ჩემპიონატს თბილისი 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს და ასპარეზობა ხმლის, დაშნის და რაპირის ექვს კატეგორიაში ჩატარდება.

„ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება 2025 წელს იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები