სპორტი
05.02.2026 15:01
გენო პეტრიაშვილი ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს

ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციასთან - Real American Freestyle (ნამდვილი ამერიკული თავისუფალი ჭიდაობა) კონტრაქტი გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას RAF Wrestling ავრცელებს.

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. სპორტსმენი 2016 წელს რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გარდა ამისა, პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია.

ცნობისთვის, პეტრიაშვილის გარდა, ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციასთან კიდევ ერთ გორელს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილსაც აქვს გაფორმებული კონტრაქტი.

კვირის ამბები