კულტურა
06.02.2026 12:05
15 თებერვალს გორის თეატრში სპექტაკლის - „მუდამ ერთად“ ჩვენება გაიმართება

გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრი მორიგი სპექტაკლის გამართვის თარიღს აანონსებს.

15 თებერვალს თანამედროვე რეჟისორი ლუკა ინწკირველი გორელ თეატრისმოყვარულებს ანკა ვინსდეის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „მუდამ ერთად“ წარუდგენს.

წარმოდგენაში ორი მსახიობი - ელენე დარჩია და ანა ლევენეცი მონაწილეობს.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლზე დასასწრებად დაწესებულია ასაკობრივი ცენზი და 16 წლამდე ასაკის მაყურებლები არ დაიშვებიან.

ბილეთებს შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ საიტზე: www. biletebi. ge

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები