

ექვსი მედლით დაასრულეს გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატი.
შეჯიბრი 19-წლამდელთა შორის ჩატარდა და როგორც ვაჟები, ასევე გოგონები მონაწილეობდნენ.
სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს ათ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.
რაც შეეხება შედეგებს, გორელი და ვარიანელი სპორტსმენების ანგარიშზე ოთხი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.
ვიცე-ჩემპიონის ტიტულს ანანო ყეინაშვილი (48 კგ.), გიგი ნონიკაშვილი (75 კგ.), ილია პაპუაშვილი (80 კგ.) და ემირ ვაზაგოვი (+90 კგ.) დაეუფლნენ.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, იოანე ნაცულიშვილის (70 კგ.) და ლევან ცეცხლაძის (85 კგ.) ანგარიშზეა.
ზემოაღნიშნულ მოკრივეთაგან ხუთი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის წარმომადგენელია. ილია პაპუაშვილი კი გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენია.
საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატი ფოთში ჩატარდა.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს