

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2025 წლის საუკეთესო სამწვრთნელო გუნდად საქართველოს ნაკრების შტაბი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ სამწვრთნელო შტაბის წევრია გორელი გია თენაძე, რომელიც საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
„ეს უდიდესი აღიარება ჩვენი მწვრთნელების მრავალწლიანი შრომის, ერთიანობის და საერთო ხედვის შედეგია. ჩვენი გუნდის ლიდერობამ და თავდაუზოგავმა ერთგულებამ ქართული ძიუდოს გავლენა მსოფლიო არენაზე კიდევ უფრო განამტკიცა”, - აღნიშნულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.