

გორში პოეტ გიორგი მახარობლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო - „პეპლების ფრთებზე მოგწერ ბარათებს“ 18 თებერვალს 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრი უმასპინძლებს და დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდება. ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამედროვე ავტორები პოეტთან ურთიერთობის ფრაგმენტებს გაიხსენებენ და მახარობლიძის შემოქმედებიდან ლექსებს წაიკითხავენ.
შეგახსენებთ, გიორგი მახარობლიძე 1960 წლის 18 თებერვალს დაიბადა. ცნობილი პოეტი, 2017 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი