

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გორი ფრენბურთში რეგიონულ ეტაპს უმასპინძლებს.
შეხვედრები 21 თებერვალს ჩატარდება. სპორტულ აქტივობაში გორის მეშვიდე საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები იასპარეზებენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით იმართება. ოლიმპიადის ფარგლებში, შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება. გამარჯვებული გუნდები ბრძოლას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს