რეგიონი
18.02.2026 12:48
შიდა ქართლში მრავალფუნქციური კომპლექსის და რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება

შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის და რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსი მულტიფუნქციურ სივრცეებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს გააერთიანებს. შენობაში განთავსდება მედიათეკა, ქორეოგრაფიული, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეები, სტემ-კლუბი და ღონისძიებების მრავალფუნქციური დარბაზიც.

გარდა ამისა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სარაგბო მოედანი აშენდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძესთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გაეცნენ.

კვირის ამბები